Thursday, May 31, 2012

The Continuous Tenses


The Present Continuous Tense-აწმყო განგრძობითი დრო
The Past Continuous Tense-წარსული განგრძობითი დრო
The Future Continuous Tense-მომავალი განგრძობითი დრო
The Future in the Past Continuous Tense- ნამყოს (წარსულის) მიმართ მომავალი განგრძობითი დრო
The Present Continuous Tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც ხდება ახლა. იწარმოება: to be ზმნის აწმყო დროის ფორმითა და საუღლებელი ზმნის ing ფორმით. მაგალითად: I am working hard this year. He is writing an essay now. კითხვით ფორმაში  to be ზმნა დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: Am I working hard this year?  Is he writing an essay now?  უარყოფით ფორმაში to be ზმნას ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. მაგალითად:  I am  not.working hard this year. He is not writing an essay now.
The Present Continuous Tense-ის დროის ზმნიზედებია:
now  -ახლა
at the moment- ამწუთას.
At the present time ახლა.

The Past Continuous Tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც ხდებოდა წარსულში. იწარმოება: to be ზმნის წარსული დროის ფორმითა და საუღლებელი ზმნის ing ფორმით. მაგალითად: I was playing cards with my friends when he entered the room. კითხვით ფორმაში  to be ზმნა დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: Was I playing cards with my friends when he entered the room? უარყოფით ფორმაში to be ზმნას ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. მაგალითად: I was not playing cards with my friends when he entered the room.
The Future Continuous Tense- გამოხატავს ისეტ მოქმედებას რომელიც მოხდება მომავალში კონკრეტულ დროს. იწარმოება: to be ზმნის მომავალი დროის ფორმითა ( Will be) და საუღლებელი ზმნის ing ფორმით. მაგალითად: I will be playing cards tomorrow at 3 o’clock. კითხვით ფორმაში : will დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად:  will I be playing cards tomorrow at 3 o’clock? უარყოფით ფორმაში to be ზმნას ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. მაგალითად: I will not be playing cards tomorrow at 3 o’clock.
The Future in the Past Continuous Tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც მოხდება მომავალში, კონკრექულად განსაზღვრულ დროს, მაგრამა ამაზე უკვე იყო საუბარი წარსულში. იწარმოება would be + საუღლებელი ზმნის ing ფორმა. მაგალითად: he would be writing a test tomorrow. კითხვით ფორმაში დამხმარე ზმნა would დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: would he be writing a test tomorrow? უარყოფით ფორმაში დამხმარე ზმნა would ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. მაგალითად: he would not be writing a test tomorrow.

the Perfect Tenses


The Present Perfect Tense-აწმყო სრული დრო
The Past Perfect Tense- წარსული სრული დრო
The Future Perfect Tense -მომავალი სრული დრო
The Future in the Past Perfect Tense-ნამყოს (წარსულის) მომართ მომავალი სრული დრო
The Present Perfect Tense გამოხატავს მოქმედებას რომელიც მოხდა წარსულში და შედეგი მოგვცა აწმყოში. იწარმოება დამხმარე ზმნა have/has + საუღლებელი ზმნის III ფორმა. მაგალითად: I have already written my homework. He has just arrived from London. კითხვით ფორმაში have/has
 დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: Have I already written my homework? Has he just arrived from London.უარყოფით ფორმაში have/has ემატება უარყოფითი ნაწილაკი not მაგალითად: I have not written my homework yet. He has not arrived from London yet. The Present Perfect Tense ის დროის ზმნიზედებია:
Just
Already
Ever
Never
Several times


The Past Perfect Tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც მოხდა სხვა წარსულ მოქმედებამდე უფრო ადრე. იწარმოება had+საუღლებელი ზმნის III ფორმა. მაგალითად: I had written my homework by the time my mother came home. კითხვით ფორმაში had
 დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: მაგალითად: had I written my homework by the time my mother came home? უარყოფით ფორმაში had ემატება უარყოფითი ნაწილაკი not მაგალითად: I had not written my homework by the time my mother came home.
The Future Perfect Tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც დასრულებული იქნება კონკრეტული მომავალი დროისათვის. იწარმოება will have-ს + საუღლებელი ზმნის III ფორმა. მაგალითად: I will have written this essay by 6 o’clock. კითხვით ფორმაში will
 დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: will I have written this essay by 6 o’clock? .უარყოფით ფორმაში will-ს ემატება უარყოფითი ნაწილაკი not მაგალითად: I will not have written this essay by 6 o’clock.
The Future in the Past Perfect Tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც დასრულებული იქნება კონკრექული მომავალი მომენტისათვის, მაგრამ ამის შესახებ უკვე საუბარი იყო წარსულში. იწარმოება would haves+ საუღლებელი ზმნის III ფორმა. მაგალითად:  He told that by the next year he would have worked in this company for 3 years. კითხვით ფორმაში would
 დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად:   would he have worked in this company for 3 years?უარყოფით ფორმაში would -ს ემატება უარყოფითი ნაწილაკი not მაგალითად: he would not have worked in this company for 3 years.

the simple tenses


The Present Simple tense-აწმყო განუსაზღვრელი დრო
The Past Simple Tense-წარსული განუსაზღვრელი დრო
The Future Simple Tense- მომავალი განუსაზღვრელი დრო
The Future in the past Simple Tense-ნამყოს( წარსულის) მომართ მომავალი განუსაზღვრელი დრო
The Present Simple tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც ხდება ზოგადად, ყოველ დღე, ყოველ კვირა, ყოველ წელს და ა.შ.
მაგალითად: I go to school every day.
იწარმოება: III პირის მხოლობით რიცხვში საბოლოება S -ის დართვით საუღლებელი ზმნის ბოლოზე. მაგალითად: He goes to Tbilisi every week. კითხვითი და უარყოფითი ფირმები იწარმოება დამხმარე ზმნების do და does-ის მეშვეობით, ხოლო საუღლებელ ზმნას შორდება დაბოლოება S. მაგალითად: Does he go to Tbilisi every week? Do you play the guitar? უარყოფით ფორმაში დამხმარე ზმნას ემატება უარყოფითი მაწილაკი not.  მაგალითად: He doesnt go to Tbilisi every week. You don’t play the guitar.
The Present Simple tense-ის დროის ზმნიზედებია: every week-ყოველ კვირა
Every day-ყოველ დღე
Every year-ყოველ წელს
Usually-ჩვეულებრივ
Generally-ზოგადად
Often-ხშირად
Never-არასოდეს
Rarely-იშვიათად
The Past Simple Tense-გამოხატავს მოქმედებას რომელიც მოხდა წარსულში. The Past Simple Tense-ში არის ზმნების ორი ჯგუფი: წესიერი და არაწესიერი. წესიერი ზმნები წარსულ დროში იმატებენ დაბოლოება ed -ის ხოლო არაწესიერები იცვლიან ფორმას. მაგალითად: I played in the garden yesterday. I went to Paris last year. კითხვითი და უარყოფითი ფორმები იწარმოება დამხმარე ზმნა did -ის მეშვეობით ყველა პირსა და რიცხვში ხოლო საუღლებელი ზმნა უბრუნდება საწყის ფორმას. მაგალითად: Did I play in the garden yesterday? Did I go to Paris last year?  უარყოფით ფორმაში დამხმარე ზმნას ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. მაგალითად: I didn’t play in the garden yesterday. I didn’t go to Paris last year.
დროის ზმნიზედებია:
Yesterday-გუშინ
The day before yesterday-გუშინწინ
Last week-გასულ კვირას
Last month-გასულ თვეს
In 2002-2002-ში
The Future Simple Tense- გამოხატავს მოქმედება რომელიც მოხდება მომავალში. იწარმოება დამხმარე ზმნა will ყველა პირსა და რიცხვში და საუღლებელი ზმნის საწყისი დროის ფორმით to ნაწილაკის გარეშე. მაგალითად: I will do the lessons tomorrow. კითხვით ფორმაში დამხმარე ზმნა will დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: will I do the lessons tomorrow? უარყოფით ფორმაში დამხმარე ზმნა will-ს ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. მაგალითად: I will not do the lessons tomorrow. დროის ზმნიზედებია:
Tomorrow-ხვალ
The day after tomorrow-ზეგ
In a week-ერთ კვირაში
 In a year-ერთ წელში
In 2013-2013ში
The Future in the past Simple Tense- გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც მოხდება მომავალში მაგრამ ამაზე უკვე იყო საუბარი წარშულში. იწარმოება დამხმარე ზმნა would ისა და საუღლებელი ზმნის საწყოსი დროის ფორმით to ნაწილაკის გარეშე. მაგალითად: I would go to the theatre. კითხვით ფორმაში დამხმარე ზმნა would დგას ქვემდებარის წინ.
მაგალითად:
would I go to the theatre? უარყოფით ფორმაში დამხმარე ზმნა would-ს ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. I would  not go to the theatre. The Future in the past Simple Tense-ში გვხვდება შემდეგი ფრაზები:
she promised- ის შემპირდა
she said -მან მითხრა
she told -მან მითხრა

the Perfect continuous tenses


The Present Perfect Continuous Tense-აწმყო სრული განგრძობითი დრო
The Past Perfect Continuous Tense-წარსული სრული განგრძობითი დრო
The Future Perfect Continuous in the past-  წარსულის მიმართ მომავალი სრული განგრძობითი დრო

The Present Perfect Continuous Tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც დაიწყო წარსულში და ახლაც მაგრამ ეს ესაა შეწყდა და შედეგი სახეზეა. ეს დრო ხაზს უსვამს მოქმედების ხანგძლივობას. იწარმოება have /has been +v-ing. მაგალითად: I have been working. It has been raining for three hours. კითხვით ფორმაში have /has დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: have I been working? has it been raining for three hours? უარყოფით ფორმაში have /has ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. მაგალითად: I have not been working. It has not been raining for three hours. ზმნები like, believe, know არასოდეს გამოიყენება სრულ განგრძობით დროში. The Present Perfect Continuous Tense-ში გამოიყენება how long, for, since. მაგალითად: how long has it been raining?
The Past Perfect Continuous Tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც გრძელდებოდა წატსულში, მაგრამ შეწყდა წარსულის რომელიღაც მომენტამდე. გრძელდება ან კიდევ ხდებოდიწარმოება had been+v-ing. მაგალითად: He had been living in London for 20 years, before he moved to America.  კითხვით ფორმაში had დგას ქვემდებარის წინ.მაგალითად: had he been living in London for 20 years, before he moved to America. უარყოფით ფორმაში had ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. He had not been living in London for 20 years, before he moved to America. The Past Perfect Continuous Tense-ში  გამოიყენება before, since, for, after, by, till/until, just, jet, already, ever, never, by the time, when
The Future Perfect Continuous in the pas გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც დაიწყო წარსულში და ახლაც გრძელდება ან კიდევ ხდებოდა მაგრამ ეს ესაა შეწყდა და შედეგი სახეზეა მადგრამ ამ მოქმედებაზე უკვე იკო წარსულში საუბარი იწარმოება would have been+v-ing მაგალითად: I would have been working. კითხვით ფორმაში would დგას ქვემდებარის წინ. would I have been working უარყოფით ფორმაში would ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. მაგალითად: მაგალითად I would not have been working.

Saturday, March 6, 2010

მე-19საუკუნის მწერლები

პროექტის მიზანი-ბავშვები გაეცნობიან მე-19საუკუნის ქართველ, რუს და ინგლისელ მწერლების ბიოგრაგიებს, მათ შემოქმედებას, სტილს და მოახდინონ მათ მოღვაწეობას შორის პარალელების გავლება.

პროექტის სრული აღწერა- ბავშვები მოიძიებენ ქართველ, რუს და ინგლისელ მწერლებზე დაწვრილებით ინფორმაციას, გაეცნობიან მათ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს. შემდეგ მოწაფეებს ვთხოვ მათ მიერ მომზადებულ თემაბზე გააკეთონ პრეზენტაციები. გაკვეთილზე პრეზენთაციების დახმარებით განვიხილავთ მათ მიერ მოძიებულ მასალას, გავავლებთ პარალელებს, მოვახდენთ შედარებებს, განვიხილავთ იმ სოცოი-კულტურულ გარემოს, რომელშიც უხდებოდა მოცემულ მწერალს მოღვაწეობა. ბოლოს გავაკეთებთ სასკოლო გაზეთს სადაც თვალსაჩინოებებად გამოვიყენებთ როგორც მწერლების სურათებს ისე ამ მწერლების ცნობილი ნაწარმოების ნაწყვეტების სურათებს.

მონაწილეთა ასაკი-14-15წელი

ვადები/ხანგძლივობა-ერთი ტრიმესტრი. შესაძლო აქტივობები კლასში:ჯგუფებად დაკომპლექტება და პრაქტიკული სამუშაო, მოძიებული მასალის პრეზენტაცია, დისკუსიები, დებატები.

სარგებლობა სხვებისათვის-მოსწავლეების მიერ შექმნილი სასკოლო გაზეთი გამოეკვრება დერეფანში, რისი საშუალებითაც მოძიებულ მასალას მათი თანასკოლელებიც გაეცნობიან.

სამუშაო ენა-ინგლისური

პროექტის ფასილიტატორი-ვიქტორია ჯაფარიძე

ფასილიტატორის ელ ფოსტა.-vika.japaridze@gmail.com
ჩემი პორტფოლიო: