Thursday, May 31, 2012

the simple tenses


The Present Simple tense-აწმყო განუსაზღვრელი დრო
The Past Simple Tense-წარსული განუსაზღვრელი დრო
The Future Simple Tense- მომავალი განუსაზღვრელი დრო
The Future in the past Simple Tense-ნამყოს( წარსულის) მომართ მომავალი განუსაზღვრელი დრო
The Present Simple tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც ხდება ზოგადად, ყოველ დღე, ყოველ კვირა, ყოველ წელს და ა.შ.
მაგალითად: I go to school every day.
იწარმოება: III პირის მხოლობით რიცხვში საბოლოება S -ის დართვით საუღლებელი ზმნის ბოლოზე. მაგალითად: He goes to Tbilisi every week. კითხვითი და უარყოფითი ფირმები იწარმოება დამხმარე ზმნების do და does-ის მეშვეობით, ხოლო საუღლებელ ზმნას შორდება დაბოლოება S. მაგალითად: Does he go to Tbilisi every week? Do you play the guitar? უარყოფით ფორმაში დამხმარე ზმნას ემატება უარყოფითი მაწილაკი not.  მაგალითად: He doesnt go to Tbilisi every week. You don’t play the guitar.
The Present Simple tense-ის დროის ზმნიზედებია: every week-ყოველ კვირა
Every day-ყოველ დღე
Every year-ყოველ წელს
Usually-ჩვეულებრივ
Generally-ზოგადად
Often-ხშირად
Never-არასოდეს
Rarely-იშვიათად
The Past Simple Tense-გამოხატავს მოქმედებას რომელიც მოხდა წარსულში. The Past Simple Tense-ში არის ზმნების ორი ჯგუფი: წესიერი და არაწესიერი. წესიერი ზმნები წარსულ დროში იმატებენ დაბოლოება ed -ის ხოლო არაწესიერები იცვლიან ფორმას. მაგალითად: I played in the garden yesterday. I went to Paris last year. კითხვითი და უარყოფითი ფორმები იწარმოება დამხმარე ზმნა did -ის მეშვეობით ყველა პირსა და რიცხვში ხოლო საუღლებელი ზმნა უბრუნდება საწყის ფორმას. მაგალითად: Did I play in the garden yesterday? Did I go to Paris last year?  უარყოფით ფორმაში დამხმარე ზმნას ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. მაგალითად: I didn’t play in the garden yesterday. I didn’t go to Paris last year.
დროის ზმნიზედებია:
Yesterday-გუშინ
The day before yesterday-გუშინწინ
Last week-გასულ კვირას
Last month-გასულ თვეს
In 2002-2002-ში
The Future Simple Tense- გამოხატავს მოქმედება რომელიც მოხდება მომავალში. იწარმოება დამხმარე ზმნა will ყველა პირსა და რიცხვში და საუღლებელი ზმნის საწყისი დროის ფორმით to ნაწილაკის გარეშე. მაგალითად: I will do the lessons tomorrow. კითხვით ფორმაში დამხმარე ზმნა will დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: will I do the lessons tomorrow? უარყოფით ფორმაში დამხმარე ზმნა will-ს ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. მაგალითად: I will not do the lessons tomorrow. დროის ზმნიზედებია:
Tomorrow-ხვალ
The day after tomorrow-ზეგ
In a week-ერთ კვირაში
 In a year-ერთ წელში
In 2013-2013ში
The Future in the past Simple Tense- გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც მოხდება მომავალში მაგრამ ამაზე უკვე იყო საუბარი წარშულში. იწარმოება დამხმარე ზმნა would ისა და საუღლებელი ზმნის საწყოსი დროის ფორმით to ნაწილაკის გარეშე. მაგალითად: I would go to the theatre. კითხვით ფორმაში დამხმარე ზმნა would დგას ქვემდებარის წინ.
მაგალითად:
would I go to the theatre? უარყოფით ფორმაში დამხმარე ზმნა would-ს ემატება უარყოფითი ნაწილაკი not. I would  not go to the theatre. The Future in the past Simple Tense-ში გვხვდება შემდეგი ფრაზები:
she promised- ის შემპირდა
she said -მან მითხრა
she told -მან მითხრა

No comments:

Post a Comment