Thursday, May 31, 2012

the Perfect Tenses


The Present Perfect Tense-აწმყო სრული დრო
The Past Perfect Tense- წარსული სრული დრო
The Future Perfect Tense -მომავალი სრული დრო
The Future in the Past Perfect Tense-ნამყოს (წარსულის) მომართ მომავალი სრული დრო
The Present Perfect Tense გამოხატავს მოქმედებას რომელიც მოხდა წარსულში და შედეგი მოგვცა აწმყოში. იწარმოება დამხმარე ზმნა have/has + საუღლებელი ზმნის III ფორმა. მაგალითად: I have already written my homework. He has just arrived from London. კითხვით ფორმაში have/has
 დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: Have I already written my homework? Has he just arrived from London.უარყოფით ფორმაში have/has ემატება უარყოფითი ნაწილაკი not მაგალითად: I have not written my homework yet. He has not arrived from London yet. The Present Perfect Tense ის დროის ზმნიზედებია:
Just
Already
Ever
Never
Several times


The Past Perfect Tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც მოხდა სხვა წარსულ მოქმედებამდე უფრო ადრე. იწარმოება had+საუღლებელი ზმნის III ფორმა. მაგალითად: I had written my homework by the time my mother came home. კითხვით ფორმაში had
 დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: მაგალითად: had I written my homework by the time my mother came home? უარყოფით ფორმაში had ემატება უარყოფითი ნაწილაკი not მაგალითად: I had not written my homework by the time my mother came home.
The Future Perfect Tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც დასრულებული იქნება კონკრეტული მომავალი დროისათვის. იწარმოება will have-ს + საუღლებელი ზმნის III ფორმა. მაგალითად: I will have written this essay by 6 o’clock. კითხვით ფორმაში will
 დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად: will I have written this essay by 6 o’clock? .უარყოფით ფორმაში will-ს ემატება უარყოფითი ნაწილაკი not მაგალითად: I will not have written this essay by 6 o’clock.
The Future in the Past Perfect Tense გამოხატავს ისეთ მოქმედებას რომელიც დასრულებული იქნება კონკრექული მომავალი მომენტისათვის, მაგრამ ამის შესახებ უკვე საუბარი იყო წარსულში. იწარმოება would haves+ საუღლებელი ზმნის III ფორმა. მაგალითად:  He told that by the next year he would have worked in this company for 3 years. კითხვით ფორმაში would
 დგას ქვემდებარის წინ. მაგალითად:   would he have worked in this company for 3 years?უარყოფით ფორმაში would -ს ემატება უარყოფითი ნაწილაკი not მაგალითად: he would not have worked in this company for 3 years.

No comments:

Post a Comment